აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე მედლისთვის ამირან პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებენ.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილი ესპანელ ფრანცისკო გარიგოს დაუპირსპირდება.
ქართველმა ძიუდოსიტმა ნახევარფინალში ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან ვაზარით წააგო. ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ვაჟა მარგველაშვილი.
66 კილოში ქართველი სპორტსმენის მეტოქე ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვი იქნება.
გათამაშების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაგრძელდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment