Pages

Monday, October 30, 2017

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 2014 წლიდან ბაქოს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის იმ დროს დააკავეს, როცა მარნეულში, ე.წ. ფარვანის დასახლების მიმართულებით, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ამ ავტომობილიდან კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბაქოს ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით, მკვლელობისთვის იძებნებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment