Pages

Monday, October 30, 2017

საუდის არაბეთში ქალებს სტადიონებზე დასწრების უფლება მისცეს


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საუდის არაბეთში, 2018 წლიდან, ქალებს სპორტულ შეჯიბრებებსა და სტადიონებზე დასწრების უფლებას მისცემენ. ეს დაშვება ვრცელდება ერ-რიადის, ჯიდესა და დამამის სტადიონებზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
საუდელი ქალებისთვის მეტი უფლებების მინიჭების ინიციატივას მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს. 
26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს ოფიციალურად ეკრძალებათ მანქანის ტარება. თუმცა მეფის გადაწყვეტილება სრულ ლიბერალიზაციას მაინც არ ნიშნავს. ავტომობილების გამოყენებაზე ქალებს ძველებურად კაცების თანხმობა სჭირდებათ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment