Pages

Tuesday, October 3, 2017

გადატანილი საჭის მქონე ავტომობილებისთვის ტექდათვალიერებისას ცალკე სტანდარტები იმოქმედებს

ტექდათვალიერებისას მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის სტანდარტული შემოწმების გარდა, სავალდებულო ხდება სპეციალური სტიკერების გამოყენება, რომელიც მაშუქებს ეხება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დირექტორის მიხეილ ხმალაძის განცხადებით. რადგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შუქი მარცხნივაა მიმართული, შემხვედრ მანქანას რომ ხილვადობის პრობლემა არ შეექმნას, სტიკერი შუქს წინაღობას შეუქმნის.
ყველაზე პრობლემურ თემად მიხეილ ხმალაძე გადატანილი საჭის მქონე ავტომობილებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში ცალკე შემოწმების სტანდარტები იმოქმედებს. თუმცა ზოგადი პრინციპი ასეთი იქნება: რადგან სახელმწიფო ვერ გააჩერებს ასეთ მანქანებს, სხვა პარამეტრებზე სტანდარტული შემოწმება ჩატარდება, საჭის მექანიზმზე კი ცალკე სტანდარტი იმოქმედებს. თუ აღმოჩნდება, რომ საჭე უხარისხოდაა გადატანილი და მომატებულ საფრთხეს შეიცავს, ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, თუმცა გამოსწორებისთვის დრო მიეცემა. თუ სერიოზული საფრთხე აღმოჩენილი არ იქნება, სხვა პარამეტრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ტექდათვალიერებას წარმატებით გაივლის. 
საქართველოში მილიონ 200 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია. სავალდებულო ტექდათვალიერება მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. 2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment