👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის პარლამენტმა ვიცეპრემიერი ბარნი ჯოისი და სამი სენატორი შეცდომით აირჩია. აღმოჩნდა, რომ ვიცეპრემიერს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეა. ქვეყნის კონსტიტუცია კი სახელმწიფო სამსახურში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის დანიშვნას კრძალავს.
ავსტრალიის ვიცეპრემიერი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და თანამდებობას დატოვებს.
უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავსტრალიაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელშიც მონაწილეობის მიღება უკვე გადამდგარ ვიცეპრეზიდენტსაც შეუძლია, რადგან. მან უკვე უარი თქვა ახალი ზელანდიის მოქალაქეობაზე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ერგო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment