გამოცემა The Economist-მა აფხაზეთსა და საქართველოს ურთიერთობს სტატია მიუძღვნა, მაგრამ მთავარი საკითხი შოკოლადის ევროპული ბრენდი Nutella-ს გაყიდვა იყო. გამოცემის სტატია "ნეტგაზეთმა" თარგმნა.
2007 წელს, იტალიურმა კომპანია Ferrero-მა, საქართველოში ფილიალი მათი საფირო პროდუქტი Nutella-ს მიწოდების მიზნად გახსნა. ამის გამო, საქართველო თურქეთისა და იტალიის შემდეგ, ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. თხილი, სპილენძის მადნის შემდეგ, საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტია.
2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA) მოაწერეს ხელი. თუმცა, Nutella-სთვის მიწოდების ჯაჭვის გამარტივების ნაცვლად, DCFTA-მ რეალიზაციის აღნიშნული პროცესი უფრო გაართულა. იმ თხილის, რომლის ექსპორტსაც საქართველო ახდენს, დაახლოებით, 10%, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა, რომელმაც 1992-93 წლების ომის შემდეგ დე ფაქტო დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საქართველოს აფხაზეთთან ოფიციალური სავაჭრო ხელშეკრულება არ გააჩნია, ხოლო თხილი ერთადერთი პროდუქტია, რომლის საქართველოში გაყიდვის უფლებასაც აფხაზეთში ფერმერებს აძლევენ.
2018 წლის დასაწყისიდან, DCFTA-ს ფარგლებში ყველა ქართულ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ევროსტანდარტები დაწესდება, რომელიც ასევე პროდუქტის წარმომავლობის ოფიციალურ სერტიფიკატს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ აფხაზი ფერმერები აიღებენ ქართულ სერტიფიკატებს, ეს ეროვნულ ღალატად შეფასდება. ასეთ შემთხვევაში კი მათი თხილი Nutella-ს თხილის შერევებში ვეღარ მოხვდება.
რეგიონის თხილი ახალი, უფრო ხელშესახები საფრთხის წინაშე დგას. აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთსა და საქართველოში უკვე გაანადგურა მოსავალი. თუმცა ტკბილეულისმოყვარე ევროპაში პანიკის საფუძველი არ აქვთ: დიდი ალბათობით, Nutella-ს მარაგი რისკის ქვეშ არ არის. მაგრამ დაპირისპირება საქართველოსა და აფხაზეთს, ხელს უშლის მავნებლების განადგურების საქმეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment