Friday, November 3, 2017

ხოსე მოურინიო ესპანეთის სასამართლოს წინაშე წარდგება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ხოსე მოურინიო ესპანეთის სასამართლოს წინაშე წარდგება. როგორც ცნობილია, საქმე ეხება გადასახადების დამალვას. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საქმე ეხება 2011-2012 წლებს, როდესაც მოურინიო მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთვნელი იყო. პროკურატურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გადასახადები დამალა.
კერძოდ, ესპანეთის პროკურატურის ცნობით, მან დაახლოებით, 3.3. მილიონი დოლარი მიიღო, რაც დეკლარაციაში ასახული არაა.
ხოსე მოურინიოს ოფიციალური წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ.
საგადასახადო თაღლითობაში ცოტა ხნის წინა ცნობილი ფეხბურთელები დაადანაშაულეს, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუც, რომელსაც ასევე გადასახადების დამალვა ედება ბრალად. ის 31 ივნისს ჩვენების მისაცემად საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment