👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება.
“ის, რომ მეგის ქარდავას მიმართ არსებობს კითხვები შესაბამისი სამსახურების მხრიდან ცხადია და არაერთხელ მოვისმინეთ. მუშაობა დაიწყება ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში გუშინ დააკავეს.
საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:
მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე). მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულია ბ.რ.-ს წამების საქმეზე. მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმეებო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment