Pages

Wednesday, November 1, 2017

დედოფლისწყაროს გამგებელი: მოსახლეობასა და ბანკს შორის კონსესუსს ვერ მივაღწიეთ

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლებსაც ესაუბრა და ბანკსაც, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვას აპირებს, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
"ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობასაც და ბანკის წარმომადგენლობასაც, თუმცა ამ დრომდე კონსესუსამდე ვერ მივედით. წინა ხელისუფლების პირობებში მართლაც გაიყიდა 3600 ჰექტარი მიწა, თუმცა რამდენად კანონიერების ფარგლებში მოხდა, ეს სხვა საკითხია. მოგვიანებით, მოსახლეობამ შ.პ.ს "ჯეოაგროსგან" იჯარით აიღო აღნიშნული მიწის ფართი და დაიწყო მისი გამოყენება და ასე ხდებოდა დღემდე. იმედი გვაქვს, მოხერხდება ბანკთან შეთანხმება იჯარით გაცემის ან შედარებით დაბალ ფასად გამოსყიდვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ქედის, ქვედა ქედისა და არხილოს მოსახლეობა წინა ხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების კერძო პირზე გაყიდვას აპროტესტებენ. მათი თქმით, მიწების მეპატრონემ ქონება ბანკში ჩადო, დღეს კი ბანკი მიწების გაყიდვას გეგმავს. მათ საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment