Pages

Friday, November 3, 2017

დღეს თბილისში საქართველოს ფუტსალის ლიგის შეხვედრები იწყება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში (ძველი სპორტის სასახლე), საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება. 
პირველი წრე სტარტს 15:00 სთ-ზე აიღებს, მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი, ლიგის დებიუტანტს, წყალტუბოს დაუპირისპირდება. ტურის ცენტრალურ შეხვედრა კი, მფკ აგორასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაიმართება და 21:00 სთ-ზე დაიწყება. 
წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება ეს ჩემპიონატი.
ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი - მოგების და მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment