Pages

Friday, November 3, 2017

ზიმბაბვეში დააკავეს ამერიკელი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს "გობლინი" უწოდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ზიმბაბვეს პოლიციამ ამერიკელი ქალი დააკავა, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს რობერტ მუგაბეს Twitter-ზე "გობლინი" უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 
დაკავებულს მარტა ო'დონოვანი ჰქვია. ის ზიმბაბვეს დედაქალა ჰარარეში ცხოვრობს და ადგილობრივ კომპანია Magamba TV-ზე მუშაობს, რომელიც პოლიტიკურ და იუმორისტულ შოუებს ამზადებს. ამერიკელი ქალი 3 ნოემბერს დილით დააკავეს და ლეპტოპი ჩამოართვეს. პოლიციამ მის სახლში ჩხრება "პრეზიდენტის ავტორიტეტის შელახვის მცდელობის" მიზნით აღძრა. აღსანიშნავია, რომ "თვითში" პრეზიდენტის სახელი მას არ უხსენებია, თუმცა ბევრისთვის გასაგები იყო, რომ საკითხი რობერტ მუგაბეს ეხებოდა. 
თუ ო'დონოვანს დამნაშავედ აღიარებენ, მას 1 წლით ციხეში ჩასვამენ
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment