Friday, November 3, 2017

ქუმსიშვილი: ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა," - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ მთავრობას საშუალება მისცა 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა. 
„2017 წელი საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკის მკვეთრი გამოცოცხლებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი გაჯანსაღების შედეგად 2017 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9 თვეში 4.7 პროცენტი შეადგინა,“ - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამომწვევი მიზეზებზე საუბრისას, პირველმა ვიცეპრემიერმა განაცხადა, რომ „უცვლელი საგარეო ვითარების პირობებში, ფისკალური რეფორმის განხორციელების გარეშე, სხვადასხვა შეფასებით 3.1 პროცენტი იქნებოდა. თუმცა ჩვენს მიერ განხორცილებულმა ფისკალურმა რეფორმამ 0.9 პროცენტული პუნქტით დააჩქარა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პოზიტიურმა საგარეო სექტორმა ზრდაში კიდევ დამატებით 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა. შედეგად მოსალოდნელია 4.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.
პარლამენტში დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატებს მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი აცნობს. 
2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 12 მილიარდ 403,3 მილიონ ლარს შეადგენს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment