Pages

Friday, November 3, 2017

კარლეს პუჩდემონი - კატალონიაში დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდება შემეძლო, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე


კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი ბელგიაში წასვლის მიზეზებზე საუბრობს. „ბრიუსელში იმიტომ ჩავედი, რომ კონფრონტაციული სიტუაცია არ შექმნილიყო. ბევრი მზად იყო წინააღმდეგობის გასაწევად“, - განუცხადა პუჩდემონმა ტელეკომპანია RTBF-ს.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


„მე დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდებით გამოსვლა შემეძლო. მე ეს არ გავაკეთე და არ მსურს გავაკეთო. ჩვენ არასდროს ვუჭერდით მხარს ძალადობას“, - განაცხადა კატალონიის ყოფილმა ლიდერმა.

პუჩდემონის თქმით, კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების გამო ესპანეთში სამოქალაქო ომი არ იქნება.

„მოდით, ვისაუბროთ სერიოზულად. თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა კატალონიაში ბოლო 7 წლის მანძილზე? ნახეთ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები თუნდაც ერთი ინციდენტის გარეშე? ეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მსხვილი მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო. კატალონიური მოძრაობა წარმოუდგენლად მშვიდობიანია“, - აღნიშნა პუჩდემონმა.
ipn.ge

No comments:

Post a Comment