👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
"დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან დღეს - ქართული დიპლომატიის დღეს აღვნიშნავთ. ვულოცავ ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს.
ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა.
ჩვენი დიპლომატების პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს - დიდ ევროპულ ოჯახს, რომელშიც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ბუნებრივ ადგილს.
ქართველებს გვყავს დიდი წინაპარი და ეტალონი დიპლომატიაში - სულხან-საბა ორბელიანი. ჩვენი ვალია, ვუერთგულოთ იმ უმთავრეს ღირებულებებსა და სტანდარტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა დაამკვიდრა.
მჯერა, რომ ჩვენი პოტენციალითა და მეგობრებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალ წარმატებას მივაღწევთ!"- ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა.
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment