Pages

Friday, November 3, 2017

საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

,,ეს გახლავთ პირველი კომისიის სხდომა, რომელიც 2002 წლის შემდეგ იმართება და განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში თანამშრომლობა’’– ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო–რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. 
კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. 
,,ჩვენ გამოვხატეთ დაინტერესება ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტის სამომავლო განვითარებასა და მის განხორციელებაში თანამონაწილეობაზე. „კონსტაცა“ არის რუმინული, ყველაზე დიდი და ღრმა პორტი შავი ზღვის აუზში. ვიცით, რომ თქვენ აპირებთ შავ ზღვაზე მეორე ყველაზე დიდი პორტის შექმნას, შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი’’– განაცხადა ჰარი ილან ლაუფერმა. 
შეხვედრა „ქორთიარდ მერიოტში“ მიმდინარეობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment