Friday, November 3, 2017

თამარ ჟვანია: თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თიანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ გადაიხედება. მისი თქმით, შემაჯამებელი ოქმი შედგენილია ისე, რომ ხმები ყუთში არსებული ბიულეტინებიდან არის დათვლილი. 
“თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება.ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განმარტავს ცესკოს თავმჯდომარე.
ეს განცხადება თამარ ჟვანიამ კომისიის სხდომაზე თიანეთში ქართული ოცნების კანდიდატის საჩივრის განხილვის შემდეგ გააკეთა. ეს საჩივარი სხდომაზე 11 საკითხს შორის პირველ რიგში განიხილეს.
ლელა ქიტესაშვილმა ცესკოს, მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, გუშინ მიმართა. 
მისი მტკიცებით, მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არცერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, ბარიერი გადალახული არ არის. ლელა ქიტესაშვილი თიანეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.
1 ნოემბერს თიანეთის საოლქო კომისიამ გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა.
27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment