Pages

Friday, November 3, 2017

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მიგრანტები დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მიგრანტები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 7 ეგვიპტელი, 2 სომალელი, 3 იემენელი და 3 სუდანელი დააკავეს. დაკავებულები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ. 
„იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ისეთი რეგიონიდან არიან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ, უსაფრთხოების სამსახური ტერორისტებთან მათ შესაძლო კავშირებს შეამოწმებს,“- ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი უწყების განცხადებაში. 
დე-ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ  აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო მგრაციის არხის ორგანიზება საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესში შედის. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ დაკავებულტა ჩვენებები მოწმობს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment