Pages

Thursday, November 2, 2017

ბერძენი არქიმანდრიტის მკვლელობაში საქართველოს მოქალაქე გამართლდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს. 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომპენსაციის სახით საქართველოს მოქალაქეს 6 720 ევროს გადაუხდიან.  26 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით  448 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. 
სასამართლოს დადგენილებით,  ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ მას 15 ევრო უნდა გადაუხადონ. 
54 წლის არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ვალის გამო მოკლეს და დამნაშავეთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment