Friday, November 3, 2017

H&M თბილისში მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით ფასდაკლებების აქციას აცხადებს


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

18 ნოემბერს თბილისში პირველი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით H&M ფასდაკლების აქციებს აცხადებს.
პირველი კლიენტი, რომელიც 18 ნოემბერს თბილისში H&M-ის მაღაზიაში შევა, 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდება;
მეორე კლიენტი – 100-ლარიანი,
მესამე კლიენტი – 50 ლარიანი,
მომდევნო ათასი კლიენტი- 30-ლარიანი.
მაღაზიის გახსნის პირველ დღეს, ანუ 18 ნოემბერს,  H&M – ის სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში



სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის 30 ნოემბერს გაიხსნება (H&M უფრო ადრე, 18 ნოემბერს).   სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა ობიექტები.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, “გალერია თბილისში”  H&M-ის მაღაზია გაიხსნება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, H&M-ის სტრატეგიის შესაბამისად, პრეზენტაცია ცალკე ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გაიმართება. H&M-ის გარდა, სავაჭრო ცენტრში
Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა ბრენდები იქნება წარმოდგენილი. სავაჭრო ცენტრში ასევე იქნება კომპანია Apple-ის ოფიციალური პრემიუმ რისელერი.
“გალერია თბილისი” თანაინვესტირების ფონდის  პროექტია უძრავი ქონების მიმართულებით , რომლის საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარია
netgazeti.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment