Pages

Saturday, November 16, 2013

5 ყველაზე ცუდი რამ, რაც შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეს უთხრას

5 ყველაზე ცუდი რამ, რაც შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეს უთხრასვაშინგტონში, ეროვნული საბჭოს სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა - დენ ბრაუნმა - გამოაქვეყნა 5 ყველაზე ცუდი რამ, რაც მასწავლებელმა შეიძლება უთხრას მოსწავლეს. მან მასწავლებლებს ურჩია, რომ ეს ფრაზები არასოდეს წარმოთქვან ბავშვებთან თანდასწრებით. ეს ფრაზებია:

5. „ვიცი, შეიძლება უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენს ეს უნდა დავძლიოთ...“ - ეს ფრაზა არ არის ფსიქოლოგიურად დამანგრეველი, მაგრამ ამით, ვერც ვერავის დახმარებას შეძლებ. ეს ის ფრაზაა, რომლითაც შეგიძლია მხოლოდ სულელად გამოიყვანო შენი თავი. თუ ფიქრობ, რომ კურიკულუმში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდ იყოს, ამას ბავშვებთან ნუ შეიმჩნევ და შეეცადე, ეს სიტუაცია შეალამაზო და ისე მიაწოდო მათ.
4. „არ ვიცი რას ვაკეთებ.“ - მართალია, ცხოვრებაში ხშირად გვიდგება ისეთი მომენტი, როდესაც ვფიქრობთ, რომ არაფერი ვიცით, მაგრამ ამის გამომჟღავნება მოსწავლესთან არ შეიძლება. მასწავლებელი, ბავშვისთვის ის ეტალონია, რომელმაც ყველაფერი იცის და, რომელიც მუდამ მის აღზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. ასეთი სიტყვებით კი, მხოლოდ მის წარმოსახვაში შექმნილ გმირობისა და ცოდნის იმ ეტალონს დავამსხვრევთ, რომელიც მასწავლებლის მიმართ მოსწავლეს გააჩნია.
3. „მეორე კლასმა ეს უკეთესად გააკეთა. რა დაგემართათ თქვენ, ბავშვებო?“ - მოსწავლე ყოველთვის უნდა გრნობდეს, რომ მასწავლებლისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვასთან შედარება და, მითუმეტეს უარყოფით კონტექსტში, მოსწავლის მოტივაციას კი არ ზრდის, პირიქით ადაბლებს და უფრო მეტიც, შეურაცხყოფილად აგრძნობინებს თავს.
2. „შენ ვერასოდეს შეძლებ, რომ ...“- ფიქრობ თუ არა შენ ამას, მაინც არასოდეს უნდა უთხრა ეს ბავშვს. რეალურად, არასოდეს იცი ეს მოსწავლე მიაღწევს, თუ არა რაიმე წარმატებას ცხოვრებაში. ამ სიტყვებით კი, მასში არსებულ ყველანაირ მოტივაციას ჩაკლავ.
1. ყველაზე ცუდი და მოუშუშებელი ჭრილობის მიმყენებელი სიტყვები:
„თავს დავდებ შენ თუ ამას გააკეთებ“ - ეს სიტყვები სწორედაც რომ შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მოსწავლისათვის. მიუხედავად იმისა, ფიქრობ თუ არა ამას ეს სიტყვები შემდეგნაირად იშიფრება: „მე არ ვზრუნავ შენზე“. და არ არსებობს ამაზე უფრო დამანგრეველი სიტყვები, რაც შეიძლება მასწავლებლის მიერ იქნას წარმოთქმული.

news.edu.aris.ge

No comments:

Post a Comment