eflow სისტემაში სამინისტროს დანაყოფების ჩართვა 2013 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ დროისათვის პროგრამაში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი და თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და მცხეთა-თიანეთის ყველა საჯარო სკოლა.
8-9 ნოემბერს სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებიან და საჯარო სკოლებში შესაბამის ტრენინგებს ატარებენ, რის შემდეგაც ეს სკოლები eflow ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში ჩაერთვებიან.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შემდეგ, ეტაპობრივად განხორციელდება დანარჩენი რეგიონების (სამეგრელო - ზემო სვანეთი, კახეთისა და აჭარის ა/რ) საჯარო სკოლების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებეისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვაც.
eflow ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებს შორის მიმოწერა ხდება ელექტრონულად. კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი ავტომატურად ხვდება მითითებულ ადრესატთან შესაბამისად, აღარ არსებობს აღნიშნული დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის საჭიროება, რაც საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ დრო, ფინანსური და ადამიანური რესურსები.
eflow პროგრამის ტრენინგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოსა და მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლები ატარებენ.
mes.gov.ge
No comments:
Post a Comment