დღეს, პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა თომას ბლექმა გახსნეს. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და წარმოდგენილი იქნა სასწავლო ფილმი მოდულური პროგრამების შემუშავების თაობაზე.
პროექტის ფარგლებში:
- შემუშავდა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის;
- ევროპული ე.წ DACUM-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად, გადაიხედა პროფესიული სტანდარტები თხუთმეტ მიმართულებაში;
- შემუშავდა მოდულურ პროგრამაზე გადასვლის კონცეფცია და დამხმარე მასალები;
- დამასქმებელთა უშუალო მონაწილეობით, შემუშავდა საწარმოო პრაქტიკის განხორციელების გზამკვლევი და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის კითხვარები;
- შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოები, როგორც თვითშეფასებისთვის, ასევე გარე შეფასებისთვის და სხვა.
პროექტი ასევე ითვალისწინებდა პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული პირების გადამზადებას თითოეულ მიმართულებაში. მთლიანობაში გადამზადდა პროფესიული სასწავლებლებისა და ორგანიზაციების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.
mes.gov.ge
No comments:
Post a Comment