Pages

Sunday, January 5, 2014

ფრანკლინის რჩევები თქვენი წარმატებისთვის

დაახლოებით 300 წლის წინათ წინათ ბენჟამინ ფრანკლინი მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ აღმოეფხვრა ჩვევები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში უშლიდა ხელს. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მან ჩამოაყალიბა მცნება 13 სათნოების შესახებ და თითოეულს საკუთარი განმარტება მისცა. ეს იყო თვისებები, რომელსაც ფრანკლინი მნიშვნელოვნად თვლიდა და გრძნობდა, რომ აკლდა ისინი. მან იცოდა, რომ ამ თვისებების ცხოვრებაში დანერგვა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას მოუტანდა.
ბენჟამინმა თითოეულ ჩვევას, თითო კვირა დაუთმო. დილით გაღვიძებული ფიქრობდა, როგორ უნდა გამოეყენებინა ეს ჩვევა დღის განმავლობაში, მთელი დღის მანძილზე ბლოკნოტში იწერდა შენიშვნებს და ხშირად კითხულობდა მათ, დღის დასასრულს კი ითვლიდა, რამდენჯერ ვერ შეძლო ძველი ჩვევისთვის უარი ეთქვა.
დროთა განმავლობაში ფრანკლინი დარწმუნდა, რომ თავისი ძველი ქმედებები  მცდარი იყო და 13 კვირიანი ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ (ეს ციკლი მან 4–ჯერ გაიარა იმ წელს), ფრანკლინმა შეძლო ეს თვისებები საკუთარ ცხოვრებაში დაენერგა. მოგვიანებით იგი საკუთარ ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ “სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა ამ თვისებების დანერგვამ მის ცხოვრებისეულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.”
თანამედროვე ფსიქოლოგები გამოყოფენ ფრანკლინის თვისებების დანერგის წარმატების  განმსაზღვრელ 3 ძირითად ფაქტორს:
1. მან მიზნად დაისახა, რომ ცვლილებები შეეტანა საკუთარ ცხოვრებაში;
2. თითოეულ ჩვევას საკუთარი დრო გამოუყო;
3.გამოიყენა ვიზუალური დამახსოვრების მეთოდები (ანუ იწერდა ყველაფერს, რასაც აკეთებდა);
არსებობს 12 ჩვევა დროის მენეჯმენტისათვის, რომელიც 2014 წლის უკეთესად გატარებაში დაგეხმარებათ. დანერგეთ ეს ჩვევები თქვენს ცხოვრებაში, ბენჟამინ ფრანკლინის მეთოდის გამოყენებით.
ჩვევა 1: იყავით გულწრფელი. იყავით რაც შეიძლება გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გსურთ და რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ.
ჩვევა 2: ჩამოაყალიბეთ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები. ეცადეთ ჩამოაყალიბოთ  აშენოთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომელთან ენდობით და აფასებთ და დარწმუნდით, რომ ეს ადამიანები იგივე დამოკიდებულებას იჩენენ თქვენს მიმართ.
ჩვევა 3: აირჩიეთ ენერგიული ცხოვრების სტილი. ეცადეთ  კვირაში სამჯერ მაინც დაუთმოთ დრო ფიზიკურ აქტივობას, იკვებეთ ხარისხიანი საჭმელით და იძინეთ საკმარისად.
ჩვევა 4: მოუსმინეთ თქვენს ბიორიტმს და დაგეგმეთ დღე მის შესაბამისად. ჩამოიყალიბეთ ჩვევა, რათა მიაქციოთ ყურადღება რეგურალურ ცვლილებებს თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ენერგიებს შორის და გამოტანილ დასკვნაზე დაფუძნებით განახორციელეთ ცვლილებები დაგეგმილ ამოცანებში.
ჩვევა 5: პრიორიტეტები. აირჩიეთ მაქსიმუმ 2 რამ, რასაც უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებთ და დაგეგმეთ, რომ იმუშაოთ მათზე.
ჩვევა 6: ყოველი დღიდან ამოიღეთ ყველაფერი რაც თქვენს პრიორიტეტებთან შეუსაბამობაში მოდის. ისწავლეთ “არას” თქმა და ხშირად გააკეთეთ ეს.
ჩვევა 7: კონცენტრირება. ყოველდღიურად გამოყავით დრო, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ ერთ საქმეს გააკეთებთ.
ჩვევა 8: ეძებეთ გზები, რომელთა საშუალებითაც საქმეს გაიმარტივებთ და უკეთესად გააკეთებთ.ხშირად გაანალიზეთ თქვენი ამოცანები და ეძებეთ გზები, რომლითაც მუშაობის პროცესს გააუმჯობესებთ.
ჩვევა 9: ჩამოაყალიბეთ ავტომატური პროცესები. ჩამოაყალიბეთ პროცესები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში – თქვენი განსაკუთრებული ყურადღების გარეშე მუშაობს.
ჩვევა 10: გვერდზე მოისროლეთ დარდი და სასწრაფოდ მოაგვარეთ პრობლემები. გამოყავით დრო იმისათვის, რომ დაფიქრდეთ თქვენი პრობლემების შესახებ და რაც შეიძლება მალე მოაგვარეთ ისინი.
ჩვევა 11: მოახდინეთ მიზნების განსაზღვრულ ნაწილებად დაყოფა. დაყავით ამოცანები ჭკვიანურად და გამოუყავით მათ გარკვეული დრო. ეცადეთ მეტი იფიქროთ საქმეზე, რომელიც თქვენს თვალწინაა და აირიდეთ დიდ ოცნებებზე ფიქრით დროის ფლანგვა.
ჩვევა 12: ეცადეთ დაასრულოთ ის, რაც მნიშვნელოვანია და შეწყვიტეთ იმის კეთება, რაც უკვე უსარგებლოა. არასოდეს შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც თვლიდით, რომ ღირდა დაწყებად, ვიდრე არ გადაწყვეტთ, რომ არსებობს საკმარისად საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რათა ბრძოლა შეწყვიტოთ.

4motivi.com

No comments:

Post a Comment