Pages

Thursday, February 13, 2014

20 წლამდე ახალგაზრდა 100 ლარის გამო მოკლეს

             

20 წლამდე ახალგაზრდა სავარაუდოდ, 100 ლარის გამო მოკლეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, 100 ლარის გამო მოკლეს. "ინტერპრესნიუსისთვის" ზაზიაშვილის, ყოფილი მონტინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ზ. ო.-მ "ჯოკერში" 100 ლარი წააგო, თუმცა თანხა არ ჰქონდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დ. გ.-მ კი, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების მომხმარებელია, მოგებული თანხა კატეგორიულად მოითხოვა.
იმის გამო, რომ ზ. ო.-ს 100 ლარი არ ჰქონდა, დ. გ.-მ მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები მიყენებული აქვს როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით.
ზაზიაშვილის, ყოფილი მონტინის ქუჩაზე 20 წლამდე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამასთან, სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment