Pages

Sunday, February 16, 2014

2008 წლის აგვისტოს დაბომბვისას დაღუპული ზვიად რაზმაძმის ძმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

დღეს, 16 თებერვალს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ზაზა რაზმაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და ზაზა რაზმაძე იმსხვერპლა. გარდაცვლილი ამჟამად გორის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა, ჯერ-ჯერობით, ექსპერტი ადგილზე არაა.
ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ზაზა რაზმაძეს, გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორად ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს.
ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდნენ. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადააქვს.
რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. ,,ამწე”-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე ,,ამწეს” ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა და დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს დაბომბვისას გარდაცვლილი ზვიად რაზმაძმის გადარჩენილი ძმა, რომელთა ფოტოსურათმა მსოფლიო მოიარა და საერთაშორისო პრიზი მიიღო.

რაზმაძეები ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან. 
news.ge

No comments:

Post a Comment