1.ილაპარაკეთ ნელა, მაგრამ იფიქრეთ ჩქარა.
2.არ განსაჯოთ ადამიანები მათი ნათესავების მიხედვით.
3.როცა თქვენ ამბობთ:“მე შენ მიყვარხარ"–აუცილებლად უნდა თქვათ სიმართლე!
4.როცა თქვენ ამბობთ:“ძალიან ვწუხვარ"–უყურეთ ადამიანს თვალებში.
5.არასოდეს არ გაიცინოთ სხვის ოცნებებზე და სიზმრებზე.
6.მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ამას შენგან ელოდებიან, და გააკეთეთ ეს სიხარულით.
7.ყოველთვის შეინახეთ გონებაში თქვენი საყვარელი ლექსი.
8.არ დაიჯეროთ ყველაფერი რასაც მოისმენთ, გაეცით ყველაფერი რაც გაქვთ, იძინეთ ვიდრე კარგად არ გამოიძინებთ.
9.დიდი სიყვარული და უდიდესი მიღწევები ყოველთვის დიდ რისკს მოითხოვს.
10.როცა წააგებთ, ეცადეთ ეს წაგება თქვენს სასარგებლოთ გამოიყენოთ და კარგი გაკვეთილი მიიღოთ მომავლისთვის.
11.პატივი ეცი შენს თავს, პატივი ეცი სხვებსაც, პასუხი აგე ყველა შენს ქმედებაზე.
12.ნუ მიცემთ უფლებას პატარა დავამ დაანგრიოს დიდი მეგობრობა
13.როცა გაიგებთ რომ შეცდომა დაუშვით, ეცადეთ მალე გამოასწოროთ.
14.ეცადეთ ყოველდღე გარკვეული დრო გაატაროთ მარტო.
15.იყავით გულღია, მაგრამ ხელიდან არ გაუშვათ თქვენი ღირებულებები.
16.ზოგჯერ სიჩუმე–ყველაზე კარგი პასუხია.
17.წაიკითხეთ ბევრი წიგნი.
18.ღმერთის მუდამ გჯეროდეთ, მაგრამ თქვენი მანქანა მაინც დაბლოკილი დატოვეთ.
19.საყვარელ ადამიანთან დავისას, მხოლოდ არსებული სიტუაციით იმსჯელეთ და ნუ გაიხსენებთ წარსულს.
20.წაიკითხეთ ხაზებს შორის.
21.გაუზიარე თქვენი ცოდნა ბავშვებს.დღესდღეობით ეს ერთადერთი საშუალებაა თქვენ უკვდავსაყოფად.
22.გაუფრთხილდით დედამიწას.ნუ დააბინძურებთ მას.
23.არასდროს არ გადაუსწროთ, როცა გვერდით მოგყვებიან.
24.ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში და ნუ მისცემთ ცარიელ რჩევებს.
25.არ ენდოთ მას, ვინც ისე გკოცნით თვალებსაც რომ არ ხუჭავს.
26.წელიწადში ერთხელ წადით იქ სადაც არ ყოფილხართ.
27.თუ თქვენ დიდ ფულს გამოიმუშავებთ, ამ ფულის ნაწილი სხვის დახმარებისთვის გამოიყენეთ.
28.დაიმახსოვრეთ, ზოგჯერ თუ ვერ მიაღწევთ სასურველს, ესეც შეიძლება გამართლება იყოს.
29.ექიმებს უსმინეთ, მაგრამ ისწავლეთ ზოგიერთი აკრძალვის დარღვევაც.
30.თქვენი“მე"– ეს არის უკანასკნელი წერტილი თქვენი მოგზაურობისა.
31.თქვენ წარმატებაზე იმსჯელეთ იმით, რაც თქვენ გაიღეთ რომ ამისთვის მიგეღწიათ.
32.უგუნურად ნუ მიუდგებით სიყვარულს და სამზარეულოს.არ გიყვართ და ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტით.
intermedia.ge
No comments:
Post a Comment