Pages

Thursday, February 6, 2014

გემოვნებიანიანი საცხოვრებელი – რუსეთში მილიარდერებს შორის მსგავსი არავის არაფერი აქვს - წერს ჟურნალი Forbes

თაბორის მთაზე მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის თბილისის რეზიდენცია წარმოადგენს ფუტურისტულ ბიზნეს-ცენტრსა და საცხოვრებელ სახლს, რომლის დიზაინიც იაპონელ არქიტექტორ სინა ტაკამაცუს ეკუთვნის. რუსეთში მილიარდერებს შორის მსგავსი არავის არაფერი აქვს - წერს ჟურნალი Forbes.

Forbes-ის რუსული გამოცემა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს თბილისის რეზიდენციაში ესტუმრა და მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. პარალელურად ჟურნალის წარმომადგენელმა ივანიშვილის რეზიდენცია ფოტოებზე ასახა და შესაბამისი წარწერებით ვებ-გვერდზე განათავსა. გთავაზობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, შესაბამისი წარწერებით:

1. ბიზნეს ცენტრი თაბორის მთაზე - მილიარდერი ბიზნეს-ცენტრს საკუთარ ოფისად და შეხვედრებისთვის იყენებს.




















2. ხედი ჩანჩქერზე - ბიზნეს-ცენტრის შუშის კედლები პრაქტიკულად ყველა წერტილიდან ბუნებით ტკბობის საშუალებას იძლევა. ხელოვნური ჩანჩქერი მეპატრონის სურვილისამებრ ირთვება.




















3. კონფერენციების დარბაზი - ერთ-ერთი საკონფერენციო დარბაზი ზედა ხედიდან საათის მექანიზმს მოგაგონებთ.





















4. მილიარდელის საცხოვრებელი - ბიზნეს-ცენტრის მიღმა შესაძლებელია თვალი შეავლოთ ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში ჩაფლულ სახლს, სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომით. იქამდე მისვლა კი შესაძლებელია ფეხით ან ელექტრომობილით.






















5. სკულპტურა - ბიზნეს-ცენტრის შესასვლელში სტუმრებს ჰენრი მურის ბრინჯაოს ქალის ქანდაკება ეგებება





















6. ხედი თბილისზე - ბერნარ ვენეს მეტალის რგოლების მიღმა თბილისის დიდებული ხედი იშლება.






















7. სიყვარული მთაზე - მთას რობერტ ინდიანას ერთ-ერთი წითელი  LOVE ამშვენებს





















8. ივანიშვილის ზვიგენი -კაბინეტის მახლობლად ივანიშვილმა დიდი აკვარიუმი ააშენა, სადაც სხვადასხვა სახეობის ბევრი თევზები ბინადრობს. პატარა თევზები დიდი თევზებისგან სქელი მინის ტიხრით არიან გამოყოფილნი. დიდ თევზებს შორისაა ზვიგენი. ის სულ პატარა მოიყვანეს და ჯერ კიდევ იზრდება.













































9. შუშის მიღმა - მოლაპარაკებების კიდევ ერთი ოთახი გამოყოფილია სქელი, თუმცა სრულიად უხილავი მინით.





















10.  Chill-out  ქართულად - ღია ტერასაზე, ხედით ჩანჩქერსა და აუზზე, შესაძლებელია დასვენება.





















11. ფოტოგრაფის საჩუქარი - სპორტ დარბაზში ერთ-ერთ კედელს ამშვენებს ვლად ლოკტევის ფოტოგრაფია. ივანიშვილმა ეს ფოტო საჩუქრად თავად ავტორისაგან მიიღო.
























12. სააკაშვილის სასახლე - მთებიდან კარგად მოჩანს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასახლე და ივანიშვილის თანხებით აშენებული წმინდა სამების ტაძარი.





















13. შიდა სივრცე - დასვენება შესაძლებელია შიდა ეზოშიც.





















14. წიგნთსაცავი - ბიბლიოთეკაში თაროები თითქოს ჰაერშია ჩამოკიდული.





















15. მფრინავი თეფშები -მბრუნავი რესტორანი შესაძლებლობას იძლევა დატკბეთ გარშემო პანორამით, ისე რომ ადგილიდან არ გაინძრეთ. თავს ზემოთ ჩამოკიდული გამჭვირვალე თეფშები შთანთქავენ ხმებს და უზრუნველყოფენ შესანიშნავ აკუსტიკას.





















16. შორი ხედი - თბილისის ხედებით ტკბობა აუზიდანაც შეიძლება.





















17. ტრანსფორმირებადი დარბაზი - დიდი საკონფერენციო დარბაზი, სადაც ივანიშვილი პრეს-კონფერენციებს აწყობდა, თეატრალურ სცენად ადვილად გარდაიქმნება.





















18. სუფთა ჰაერზე - ამ ღია ტერასაზე ყინვაშიც კი სავსებით არ ცივა.






















19. ბაღი სკულპტურებით - მის კოლექციაშია თანამედროვე ავტორების - ანიშ კაპურის, ზაჰა ჰადიდის და რონ არადის ნამუშევრები.






















20.  ლანდშაფტური დიზაინი - ხელოვნურ აუზს გარს ბოტანიკური ბაღის ხეები აკრავს.





















მომზადებულია Forbes.ru-ს მიხედვით.

No comments:

Post a Comment