Pages

Wednesday, July 16, 2014

ეროსი კიწმარიშვილის ძმის სკანდალური განცხადება

ეროსი კიწმარიშვილის ძმის ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, „გარდაცვლილს ღვედი ეკეთა და მანქანაში ყველაფერი სისხლიანი იყო, გარდა იარაღისა“.
ამის შესახებ კიწმარიშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
„მე ვნახე იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ, მიბჯენით იყო გამოყენებული. მასზე არ იყო სისხლის კვალი, რომელიც სხვაგან ყველგან იყო, მთელ მანქანაში და იარაღი მომეჩვენა სუფთა, საკმაოდ ახლოს ვნახე და ეს იყო ჩემთვის საკმაოდ უცნაური დეტალი“, - განაცხადა კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი მძღოლის ადგილზე იჯდა, პიჯაკი ეცვა, ღვედი ეკეთა, ხოლო მანქანის ფარები ანთებული იყო.
frontnews.ge

No comments:

Post a Comment