Pages

Tuesday, July 22, 2014

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი პროფესორები დააჯილდოვეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის, სტუ- პროფესორები ნანი ხუნდაძე, მერაბ გველესიანი და ლევან მაცაბერიძე საპატიო დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვდნენ.

ნანი ხუნდაძე არის გეოლოგია-მინერალოგიის  მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

მერაბ გველესიანს  დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებიდან 45 წელი შეუსრულდა.  გველესიანი წლების განმავლობაში იყო ფასწარმოქმნისა და ეკონომიკური რეფორმების განყოფილებების გამგე (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტსა და ეკონომიკის სამინისტროში). მისი ნაშრომებია: ადგილობრივი თვითმართველობა: გუშინ, დღეს, ხვალ”, “ეკონომიქსი: ლექციების მოკლე კურსი”, “ეკონომიკური თეორია - საგანი, პრობლემები, ამოცანები”. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობისას იგი იკვლევს კავშირებს ეკონომიკურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ სპეციალობებს შორის.


ლევან მაცაბერიძე არის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიის გამგე, პედაგოგი, მეცნიერი.  წელს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ლევან მაცაბერიძე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფიზიკის (№96) კათედრას. 

No comments:

Post a Comment