აგრარული მიმართულებებით სწავლა წლევანდელი წლიდან კიდევ უფრო ხელმსაწვდომი ხდება. გასული წლებისგან განსხვავებით, 2014 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამატებით 4 მიმართულებას დააფინანსებს. ხარისხიანი განათლებისთვის მზადდება ლაბორატორიები, რომლის საშუალებითაც სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლიან, შედეგედა კი მათ სრულფასოვანუ განათლება უნდა მიიღონ.
როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, სახელმწიფო 2014 წლიდან სრულად დააფინანსებს: • აგროინჟინერიას; • სატყეო საქმეს; • მეცხოველეობას; • სასურსათო ტექნოლოგიებს; ამ ეტაპზე აგრარული მეცნიერებების მიმართულებით ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს გათვალისწინებით შემდეგი სპეციალობები ისწავლება: აგრონომია,ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, სატყეომეცნიერება. მათგან ამ დრომდე ფინანსდებოდა მხოლოდ აგრონომია და ვეტერინარია, წლევანდელი წლიდან კი დაემატა მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე და აგროინჟინერია, რომელიც ინჟინერიის მიმართულებებში შედის. სრულ დაფინანსებას მიიღებს ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც აღნიშნულ მიმართულებებზე შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, ამ უკანასკნელში იგეგმება აგრარული მიმართულებით სპეციალური სასწავლო ლაბორატორიის შეძენა, როემლის ანალოგიც, როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, საქართველოს არც ერთ უმაღლესში არ იქნება. ლაბორატორია ბაკალავრიატის სტუდენტებს 5 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოემსახურება: აგრონომია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის ინჟინერია, აგროინჟინერია და სასურსათო ტექნოლოგია. ლაბორატორია სტუდენტებს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად აწარმოონ ცდები და გაიღრმავონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. თანხა თანამდეროვე აღჭურვილობის შესაძენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოყო. Aris.ge-განათლება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი შერვაშიძეს შეხვდა, რომელიც ლაბორატორიის შეძენის თემაზე და დამატებით 4 მიმართულების დაფინანსების საკითხებზე გვესაუბრა: -ბატონო გია, რა თანხაა გამოყოფილი ამ ლაბორატორიის შესაძენად? -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მოწყობისთვის მთლიანობაში 3 900 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, აქედან 1 600 000-მდე უკვე გადარიცხულია და მიმდინარეობს ლაბორატორიების შეძენა. ეს არის ის მიმართულებები, რომელებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განვითარდება, სადაც შეიქმნა ახალი - აგრარული მიმართულება და იქ იქნება ახალი სპეციალობები წარმოადგენილი. შემუშავდა 5 პროგრამა, საბოლოოდ, ეს მიმართულებები დაახლოებით 8 სპეციალიზაციაზე გავა. კურიკულუმი აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დამუშავდა, რომელიც აგრარული მიმართულებებით მსოფლიოში წამყვანი სკოლაა. -წლევანდელი წლიდან სახელმწიფომ აგრარული მიმართულების სრულად დაფინანსებული სპეციალობების ჩამონათვალი გაზარდა, რატომ გადაწყდა კონკრეტულად ამ სპეციალობების დაფინანსება? -საქართველოში ეს პრიორიტეტული მიმართულებებია და კადრების მომზადება წინასწარ უნდა მოხდეს. უმარავი დარგია აგრარული მიმართულებით. უმთავრესი ჩვენთვის, მევენახეობა, კვების უსაფრთხოება, აგრობიოლოგია, აგროინჟინერია უამრავი ის დარგი, რომელიც ადრე არ ისწავლებოდა და ეხლა გახდება კურიკულუმის ნაწილი და მოხდება სპეციალისტების მომზადება.უამრავი კვლევა ჩატარდა. დარგობრივი კვლევები, გაკეთდა გაზომვები, ჩატარდა სტუდენტების დაკმაყოფილების კვლევებიც. ეხლა ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო ბაზრის კვლევას ატარებს. კვლევები სეგმენტურად გაკეთდა, თუმცა მთლიანი ახლა მიმდინარეობს და შედეგი ცოტა ხანში გვექნება. როგორც ცნობილია, იმ მიმართულებებზე, რომლებიც წლევანდელი წლიდან უფასო ხდება უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოყოფილი ადგილების შესაბამისად სულ 725 სტუდენტი დაფინანსდება. ნინო არის© თაბუკაშვილი edu.aris.ge |
Pages
▼
No comments:
Post a Comment