Pages

Saturday, August 23, 2014

სოციალური პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს დააფინანსებს

2014-2015 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ბაკალავრებს და მაგისტრანტებს დააფინანსებს, რისთვისაც ბაკალავრებისთვის 2 520 000 ლარი, ხოლო მაგისტრანტებისთვის 205 000 ლარია გამოყოფილი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფი­ნან­­­სების მოსაპოვებლად, ბაკალავრებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მაგისტრანტებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
ბაკალავრიატში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატე­გო­რიის სტუდენტებს:
მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრა­ციის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს; ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს; საქართველოს ტერიტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; კომუნისტური რეჟიმის დროს სა­ქარ­თველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამო­მავლებს; ობოლ (უდედმამო) სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრებს; შეზღუ­დუ­ლი შესაძლებლობის მქონე პირებს; სო­ცია­ლურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ.
მაგისტრატურაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატე­გო­რიის სტუდენტებს:
საქართველოს ტერიტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; შეზღუ­დუ­ლი შესაძლებლობის მქონე პირებს; სო­ცია­ლურად დაუცველ მაგისტრანტებს, რომელთა ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge

No comments:

Post a Comment