,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ტერიტორიაზე
სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის“
საპილოტე ქვეპროგრამის ფარგლებში, 100 საჯარო სკოლაში (გარდა აჭარის ა/რ
ტერიტორიაზე განთავსებული სკოლებისა), სკოლის ექიმების შერჩევის მიზნით,
ცხადდება საკონკურსო განაცხადების მიღება.
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა განხორციელდება
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით
(www. hr.gov.ge).
2. კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადი შესაძლებელია გაკეთებულ
იქნეს მხოლოდ ერთ აქტიურ ვაკანსიაზე. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის
შემთხვევაში განმცხადებელი (კონკურსანტი) კარგავს კონკურსში მონაწილეობის
უფლებას და მისი კანდიდატურა არ განიხილება.
3. საკონკურსო შერჩევის ეტაპების, ასევე ჩატარების ადგილის, თარიღისა და
დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის
მეშვეობით.
4. კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
ა) პირველი ეტაპი - აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
ბ) მეორე ეტაპი - გასაუბრება.
5. პირველ ეტაპზე განხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა
და იმ კანდიდატების გამოვლენა, რომელთა მონაცემები შეესაბამება დანართით
დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს.
6. მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელია დანართით დადგენილი
სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილება და დამატებითი მოთხოვნების
კომპონენტებში სულ მცირე 3 ქულის დაგროვება ( თითოეული კომპონენტი ფასდება 1
ქულით).
7. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დანართით დადგენილ
სავალდებულო მოთხოვნებს, გამოეთიშება კონკურსს (დამატებითი მოთხოვნების
განხილვის გარეშე).
8. მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას საკონკურსო კომისიის წევრებთან.
გასაუბრება ჩატარდება იმ საკითხების ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია
სკოლის ექიმის ფუნქცია-მოვალეობებითა და ვალდებულებებით, ასევე, შეფასდება
კანდიდატთა პიროვნული უნარები და სკოლაში დასაქმების მზაობა.
დანართი
კანდიდატების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.
1. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“ ან „პედიატრია“;
ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;
გ) იცოდეს სახელმწიფო ენა.
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
ა) გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
ბ) ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
დ) დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი;
ე) ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;
ვ) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი
სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვ. (საექიმო
სპეციალობის ფარგლებში)).
3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ
არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორივე
სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა“ და „პედიატრია“).
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებშისახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული
განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვ.),
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) დასაქმებული კანდიდატების შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან
(სამუშაო გარაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით);
ზ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება;
თ) ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება მისამართი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.
სკოლის ექიმის ფუნქცია-მოვალეობები და ვალდებულებები
1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა.
2. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა.
3. ბავშვებსა და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა,
რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის,
ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის,
კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს
(სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე).
4. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება
(საჭიროების შემთხვევაში); სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა.
5. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენცია.
6. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
7. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და
მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში
მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა.
8. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და
პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
9. სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა.
10. სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
11. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება;
12. ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
13. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება.
14. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა.
,,სკოლის ექიმის საპილოტე ქვეპროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებული
საჯარო სკოლების ნუსხა
moh.gov.ge
No comments:
Post a Comment