Pages

Thursday, August 14, 2014

საგრანტო თანხების განაწილების პრინციპი

2014 წელს სახელმწიფომ აბიტურიენტთა დაფინანსებისათვის 9 მლნ. 165 ათასი ლარი (შარშანდელზე 145 ათასი ლარით მეტი) გამოყო. ეს თანხა თანაბრად იყოფა ჰუმანიტარული და ტექნიკური/საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფებზე.

თითოეული ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 4% თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე. 96% გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ყოველი არჩევითი საგნისათვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად.


თანხების განაწილების ცხრილი

საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთვნილი თანხა %
მათემატიკა
11885
64.78%
ფიზიკა
1538
8.38%
ქიმია
1759
9.59%
ბიოლოგია
3164
17.25%

საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთვნილი თანხა (%)
ისტორია
11401
47.50%
გეოგრაფია
6903
28.76%
ლიტერატურა
4835
20.14%
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
864
3.60%

გარდა ამისა, 2014 წელს უფასო (სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ) საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 1200-ზე მეტი ადგილი. წელს 5000-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში, საბაკალავრო პროგრამაზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისწავლოს.

naec.ge

No comments:

Post a Comment