საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პოლონეთის პოზნანის
საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის
პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც
შედიან უნივერსიტეტის პრორექტორი იან პიკული, სრულუფლებიანი წარმომადგენელი
კავკასიის ურთიერთობის საკითხებში, პროფესორი
გრეგორ რაცკა, პროფესორი რომან გორნოვიჩი, დოქტორი დამიან სუგიერი,
მაგისტრი, მეცნიერ-თანამშრომელი ლევან ჩოფლიანი.
პოზნანის
უნივერსიტეტი იყო ორგანიზატორი ქართულ პოლონური კონფერენციისა, რომელიც ქ.
პოზნანში 2014 წლის 13-21 მაისს ჩატარდა. პოლონეთში ჩატარებულ პოლონურ-ქართულ
კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პოლონური
დელეგაციის სტუმრობის მიზანია
უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო სფეროებში კონტაქტის დამყარება, არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება და
სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
No comments:
Post a Comment