Pages

Thursday, September 11, 2014

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს

განათლების სამინისტროს განცხადება საჯარო სკოლების საყურადღებოდგანათლების სამინისტრო საჯარო სკოლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის. სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 2014 წლის 20 ოქტომბერი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (დუისის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გამოკლებით), მცხეთა-მთიანეთი (ყაზბეგის გამოკლებით), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო (ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის გამოკლებით), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

თუ თქვენი სკოლა არის ზემოთ აღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 26 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2015-2017 აკადემიურ წლებში გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა (ინგლისურ ენაზე), მასპინძელი ოჯახის განაცხადები (ქართულ ენაზე) და ფორმები მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160 ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: education@ge.peacecorps.gov

მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით განათლების პროგრამის ხელმძღვანელებს: ასმათ სიხარულიძეს (აღმოსავლეთი) ან თეო ნეფარიძეს (დასავლეთი) ტელეფონი: (0 32) 224 12 24; ფაქსი: (032) 239 91 06"

No comments:

Post a Comment