საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2015, 2016 და 2017 წლებში მასწავლებლის ხელფასი მზარდი იქნება.
ამის შესახებ მან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა ახალ პერსპექტივებს შექმნის. მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად უნდა ვაქციოთ და ჩვენ ვართ მზად ამ ინიციატივის ფინანსური ხელშეწყობისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ სათანადოდ დაგაფასოთ. მე ვიცი, რომ თქვენ მეტს იმსახურებთ, მაგრამ სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე თქვენი ღირსეულად დაფასება მოხდეს. მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ განაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი პროფესია, თქვენი საქმიანობა დაფასდეს მაქსიმალურად. მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება და თქვენი ხელფასების გაზრდა. ნოემბრის თვისთვის ჩვენ უკვე კონკრეტულად გვეცოდინება დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა და მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015, 2016 და 2017 წლებში",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ის, რომ მასწავლებლის ხელფასის ზრდა, ახალი სქემის თანახმად, მხოლოდ მის მიღწევებზე იქნება დამოკიდებული, თითოეულ მასწავლებელს მოტივაციას გაუზრდის.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment