Pages

Monday, September 8, 2014

CCI-ის 2014 წლის საჯარო სკოლების დირექტორთა არჩევნების მონიტორინგის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“  2014 წლის 5 სექტემბერს საჯარო სკოლების დირექტორთა არჩევნების მონიტორინგი განახორციელა. აღნიშნულ მონიტორინგში ორგანიზაციის ჩართვა განათლების სამინისტროს ინიციატივით პროცესის წარმოების გამჭვირვალეობისა და ობიექტურად ჩატარების უზრუნველსაყოფად, რის გამოც მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების სამინისტროს.
ორგანიზაციის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ წარდგენილ იქნა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად რეგულაციების არარსებობასთან, აქტიური საარჩევნო უფლებით აღჭურვილი სამეურვეო საბჭოს წევრების არაკომპეტენტურობასა და ორგანიზებულობის ხარისხთან არის დაკავშირებული. 
CCI-ის მონიტორების მიერ დაფიქსირებული დარღვევებისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. იხ. ლინკი
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება ჩვენ მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ვფიქრობთ, რომ თავის მხრივ  უზრუნველყოფს არჩევნების ეფექტურად ჩატარებას.
cci.ge

No comments:

Post a Comment