Pages

Friday, October 17, 2014

ილიაუნში დაჭრილ ახალაგაზრდა ქალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

ილიაუნში დაჭრილ ახალაგაზრდა  ქალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებაილიას სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ესროლა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა შალვა ბრაჭულმა განუცხადა, ის ყელის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში სავარაუდოდ, ოპერაცია უტარდება.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს პაციენტი ცოცხალ მდგომარეობაში გადააბარა. რაც შეეხება მამაკაცს, ჩვენ ის ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული", – განაცხადა ბრაჭულმა. 
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რაც შეეხება ყოფილ ქმარს, რომელმაც თავი მოიკლა, მისი ცხედარი ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორიაზე არავის უშვებენ და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეწყვეტილია. 
როგორც სტუდენტები ამბობენ, ყოფილი ქმარი უნივესრსიტეტში ლექციების მიმდინარეობის დროს მივიდა, ყოფილ მეუღლეს ეძებდა, შემდეგ ლექციიდან გამოიყვანა, ესროლა და თავი მოიკლა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment