Pages

Monday, October 27, 2014

Deutsche Welle Akademie იწვევს ჟურნალისტებს ვორქშოფებზე

Deutsche Welle Akademie იწვევს ჟურნალისტებს ვორქშოფებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც ნოემბრის თვეში ყვარელში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება
 
ვორქშოფები მიზნად ისახავს ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის სამართლებ-რივი საფუძვლების, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ვალდებულებების, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან ადაპტაციის პროცესის გაშუქებისთვის ჟურნალისტების მომზადებასა და მათი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას.  
 
3-7 ნოემბერს ყვარელში იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში გაიმართება ვორქშოფი თემაზე "თავისუფლება და პასუხისმგებლობა - მედიის თავისუფლების საზღვრები".
ვორქშოფს გაუძღვებიან გერმანელი ტრენერები, განხილული იქნება ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები მედიაში, განსაკუთრებით ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მეათე მუხლის ფარგლებში: სად მთავრდება სამართალი/კანონი და სად იწყება ეთიკა. გამოყენებული იქნება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების მაგალითები (cases). სემინარის ერთ-ერთი თემა ასევე იქნება სიძულვილის ენა, მისი განსაზღვრება ჟურნალისტების და იურისტების მიერ და მისი გამოყენება ჟურნალისტიკურ პრაქტიკაში.
 
6-8 ნოემბერს თბილისში, ევროპის სახლში (თავისუფლების მოედანი 1) ჩატარდება მეორე ტრენინგი: "რეპორტაჟი სამართლებრივ საკითხებზე", სადაც გერმანელი და ქართველი ექსპერტები ისაუბრებენ კონსტიტუციურ სამართალზე და ყურადღებას გაამახვილებენ სასამართლო პროცესების გაშუქების სპეციფიკაზე. მონაწილეები გაეცნობიან რთულ სამართლებრივ თემებზე მსმენელის, მაყურებლისა და მკითხველისთვის გასაგებ ენაზე  რეპორტაჟის მომზადების და სამართლებრივი ორგანოების საქმიანობის კრიტიკული შეფასების სპეციფიკას. 
 
10-15 ნოემბერს  ბათუმში გაიმართება ტრენინგი "ინტერვიუ სამართლებრივ საკითხებზე". სემინარზე განხილული იქნება ინტერვიუს სხვადასხვა ფორმები და შეკითხვების დასმის ტექნიკა, მონაწილეები მიიღებენ სამართლებრივ საკითხებზე ექსპერტთან ინტერვიუს მომზადების შესაძლებლობას.
სემინარების სამუშაო ენა არის გერმანული ქართული თარგმანით.
 
დაინტერესებულ ჟურნალისტებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი30 ოქტომბრის 13. 00 საათამდე პროექტის კოორდინატორის, თამუნა გურჩიანის სახელზე (tamuna_gurchiani@yahoo.com). დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 595 38 44 68
 გთხოვთ, მიუთითოთ, რომელ ტრენინგზე გსურთ მონაწილეობის მიღება.
 
ტრენინგებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ორგანიზატორები თავის თავზე იღებენ. 

No comments:

Post a Comment