Pages

Monday, November 17, 2014

„ბავშვი გავგუდე საკუთარი ხელით... შემდეგ ლოგინში ჩავაწვინე“,- რა მოხდა სამტრედიაში



დაახლოებით ერთი თვის წინ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში 4 წლის ლიზი შენგელია, გარდაცვლილი საკუთარმა ბებიამ იპოვა. 
სოფელში ლიზის გარდაცვალებაში შენგელიების ოჯახის წევრს ადებენ ხელს და აცხადებენ, რომ გოგონა შვილმკვდარმა ბიცოლამ დაახრჩო და გარდაცვალების იმიტაცია გაითამაშა.
ბაღების გაერთიანების დირექტორი ხათუნა ახობაძე „პრესა.ჯი“-ს უყვება, რომ ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. ქალბატონმა კი დანაშაული აღიარა. 

„პრესა.ჯი“: როდის გარდაიცვალა გოგონა და რა იცით მომხდარის შესახებ?

-40 დღე არც არის გასული, მთელი რაიონი შეძრულია მომხდარის გამო. გარდაცვლლი ლიზიკო ჩვენი ბაღის - „კულას“ აღსაზრდელი იყო. სოფელში ამბობენ, რომ ბიცოლამ გაგუდა, როცა ბავშვი სტუმრად იმყოფებოდა მასთან. 

-საიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მცირეწლოვანი ბიცოლამ გაგუდა?

-ექსპერტიზა ჩვენ მოვითხოვეთ, ბაღენის გაერთიანებამ მოითხოვა, რადგან , გოგონას გარდაცვალება ზოგიერთებმა, მენინგიტს, ზოგმა C ჰეპატიტს დაუკავშირა, რადგან მოზარდს სხვა ბავშვებთან შეხება ჰქონდა მოვითხოვე ქუთაისში წაესვენებინათ ცხედარი ექსპერტიზაზე. სწორედ ეს ამბავი მოუყოლია ეჭვმიტანილისთვის ერთ-ერთ მეზობელს, რომ ბავშვი ქესპერტიზაზეა წაყვანილი და გარდაცვალების მიზეზებიც გაირკვევაო. ამის გაგონებაზე უთქვამს, „ვაი რა მეშველება“ მე მომადგებიანო. 

-ქალბატონის ეს განცხადება გახდა დაკავების მიზეზი?

-მეზობელი მისულა პოლიციაში და დეტალურად მოუყოლია, დაკავებულის რეაქცია და რეპლიკები, როდესაც ექსპერტიზაზე ცხედრის გაგზავნის შესახებ გაიგო. ეჭვმიტანილს მეზობელთან უღიარებია, რომ ბავშვი გაგუდა, რის შემდეგაც პოლიციამ აიყვანა სავარაუდო მკვლელი. როგორც ვიცი პოლიციაშიც უღიარებია, რომ ბავშვი გავგუდე ხელით, 2 ჯერ აფართხალდა, მოვკალი ასე, ჩავაწვინე მკვდარი ბავშვი ლოგინში და რომ ნახეს სამი საათის გარდაცვლილი იყოო. 

-რა გახდა სავარაუდო მკვლელობის მიზეზი, და სად მოხდა საზარელი შემთხვევა?- ბავშვი ოჯახთან ერთად, სოფელ ღანირში ცხოვრობდა, თუმცა ბებიის ოჯახს, სადაც ეს მკვლელობა მოხდა ხშირად სტუმრობდა. ეს ქალი ბავშვის გამოშვებას ხშირად თხოვდა ლიზის მშობლებს, შემთხვევამდე კი ბავშვი ბებიას გამოჰყოლია. მკვლელობის მოტივზე მე ვერაფერს გეტყვით...

-ამბობენ, რომ დაკავებულს 12 წლის შვილი მდინარეში დაეხრჩო... -დაახლოებით ორი წლის წინ მართლაც მოხდა უბედური შემთხვევა და გარდაიცვალა ამ ქალის შვილი, მდინარეში დაიხრჩო. გარდა ამისა, მეორე შვილს მეტყველებასთან პრობლემები აქვს.
-როდის ელოხდებით ექსპერტიზის პასუხებს?
-17 დღეში იქნება ექსპერტიზის პასუხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
prsa.ge

Thursday, November 13, 2014

განათლების სახლისა და პროფ. ზაზა ცოტნიაშვილის საჩუქარი სკოლის მოსწავლეებს - "იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!"

დღეს, 2014 წლის 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია პროექტის ფარგლებში - განათლების სახლისა და პროფ. ზაზა ცოტნიაშვილის საჩუქარი სკოლის მოსწავლეებს - "იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!"

მაღალი კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ყურადღებით მოისმინეს ის - რასაც სკოლაში ვერ ისწავლიან, თუ როგორ უნდა იაზროვნონ მიზანმიმართული წარმატებისთვის. 
















სკოლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შსაძლებელია ასეთი სასწავლო კურსი მთელი სემესტრის განმავლობაში განხორციელდეს, რაც ჩვენს მომავალ თაობაში მნიშვნელოვნად გაზრდის მოტივაციას და მისცემს მათ სწორ მიმართულებას.

✓ კურსი განკუთვნილია მისთვის, ვინც დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს ცხოვრებაში წარმატების მოპოვებას;

✓ წარმატებას მიაღწევთ გაცილებით ადვილად: 
თუ ისწავლით საკუთარ თავში მიმზიდველი პიროვნების კულტივირებას; 
თუ გაითავისებთ სხვებთან ერთად გარკვეული ამოცანის გადაჭრის ფაქიზ ხელოვნებას შეხლა-შემოხლისა და შურის გარეშე;
ამ და სხვა ძალიან საინტერსო საკითხებზე მოუსმინეთ ლექტორს და გახდით წარმატებული!

Thursday, November 6, 2014

იწყება სემინარების ციკლი „საუბრები განათლების შესახებ“


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს სემინარების ციკლს „საუბრები განათლების შესახებ“. სემინარების მიზანია შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება განათლების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა, საგანმანათლებლო თეორიების განხილვა და მათი პრაქტიკასთან დაკავშირება. ეს საინტერესო იქნება როგორც განათლების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის, ასევე, დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.
სემინარებს წარუძღვება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, მოწვეული სტუმრები იქნებიან:
13 ნოემბერს, 17:00-19:00 საათი, განათლების ექსპერტი  ბატონი პაატა პაპავა, რომელიც ისაუბრებს თემაზე „განათლების ძირითადი იდეოლოგიები“
24 ნოემბერს, 17:00-19:00 საათი, განათლების ექსპერტი ბატონი სიმონ ჯანაშია, თემით „სოციალური თეორიები განათლების შესახებ“.
მომდევნო სემინარების განრიგი ხელმისაწვდომი იქნება ხარისხის განვითარების ცენტრის ვებგვერდზე.
სემინარები ჩატარდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისამართი: მ. ალექსიძის ქ. 1
EQE.GE

Monday, November 3, 2014

7 ეშმაკური ხერხი ფსიქოლოგიაში, რომელეთა ცოდნა ყველასათვის სასარგებლოა

7 ეშმაკური ხერხი ფსიქოლოგიაში, რომელეთა ცოდნა ყველასათვის სასარგებლოა
7 ეშმაკური ხერხი ფსიქოლოგიაში, რომელეთა ცოდნა ყველასათვის სასარგებლოა ეს ფსიქოლოგიური ხერხები ცხოვრებას გაგვიადვილებს და სტრესის დაძლევაშიც დაგვეხმარება.

1. როდესაც კომპანიაში რამდენიმე ადამიანი იცინის, ყოველი მოცინარი იმას უყურებს, ვინც სხვაზე მეტად ესიმპათიურება. ან იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე ახლობლად ისურვებდა.

2. თუ ნერვიულობთ ან სერიოზული საქმის მოლოდინში ხართ, კევი დაღეჭეთ. ასე დამშვიდებას შეძლებთ, რადგან საჭმლის მიღება ქვეცნობიერად ამშვიდებს ადამიანს.

3. თუკი ვინმე გიყვირით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. შესაძლოა, ასე უფრო გაანაწყენოთ თქვენი თანამოსაუბრე, მაგრამ შემდეგ აუცილებლად შეაწუხებს სინდისის ქენჯნა.

4. თუ თანამოსაუბრის პასუხი არ გაკმაყოფილებთ ან მიგაჩნიათ, რომ არასრულად გიპასუხათ, ნუ ჩაეკითხებით. უბრალოდ ყურადღებით შეხედეთ თვალებში. ასე იძულებული გახდება, თვითონ განმარტოს ნათქვამი.

5. მნიშვნელოვანი გასაუბრების წინ წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი თქვენი დიდი ხნის მეგობარია. ასე უფრო მხნედ იგრძნობთ თავს და მღელვარებაც სადღაც გაქრება.

6. თუ ხალხთან გიწევთ დიდხანს მუშაობა, თქვენ უკან სარკე დაიდგით. ბევრი კლიენტი უკეთ მოიქცევა, რადგან არავის სურს საკუთარი თავის ხილვა გაბრაზებული და გაღიზიანებული სახით.

7. პირველი შეხვედრა ჯობია, იქ დათქვათ, სადაც გაცილებით მეტი დადებით ემოციის მიღებაა შესაძლებელი. შედეგად კი მიღებული შთაბეჭდილება თქვენთან იქნება ასოცირებული.
dainteresdi.ge

Sunday, November 2, 2014

გალერეა ,,უნივერსში” კერამიკული ყვავილების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა ,,უნივერსშისაქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის ეგიდით ნანა მჭედლიშვილის კერამიკული ყვავილების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

მედიცინის დოქტორი ნანა მჭედლიშვილი საქართველოს ოფთალმოლოგთა, ექიმ ქალთა, პროფესიონალ ქალთა, მსოფლიო, ევროპის და საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციების, გერმანიის ქალაქ ოსტერ-ჰოლც შარმბექის მხატვართა კავშირის და სოროპტიმისტ ქალთა კლუბის წევრია. როგორც მოყვარული კერამიკოსი, უკვე 19 წელია, რაც ქართული ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს და ტრადიციულ დარგს კერამიკას ეზიარა და გამორჩეული სიტყვა თქვა კერამიკაში, რაზედაც მეტყველებს მის მიერ შექმნილი 300-მდე ნამუშევარი, იქნება ეს დიდი თუ მცირე ზომის პანო, 20-მდე პერსონალური გამოფენა თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი, საგარეჯო, გორი) და ქვეყნის ფარგლებს გარეთ (გერმანია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, პარიზი).


``ნანა მჭედლიშვილს სპეციალობის შეცვლა არ უცდია, უბრალოდ, კერამიკულ ყვავილთა სამყაროში გადაინაცვლა და ამჯერად ,,კერამიკულ ყვავილთაკოლექციის ნოვატორად მოგვევლინა``, _ აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.