Pages

Sunday, November 2, 2014

გალერეა ,,უნივერსში” კერამიკული ყვავილების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა ,,უნივერსშისაქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის ეგიდით ნანა მჭედლიშვილის კერამიკული ყვავილების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

მედიცინის დოქტორი ნანა მჭედლიშვილი საქართველოს ოფთალმოლოგთა, ექიმ ქალთა, პროფესიონალ ქალთა, მსოფლიო, ევროპის და საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციების, გერმანიის ქალაქ ოსტერ-ჰოლც შარმბექის მხატვართა კავშირის და სოროპტიმისტ ქალთა კლუბის წევრია. როგორც მოყვარული კერამიკოსი, უკვე 19 წელია, რაც ქართული ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს და ტრადიციულ დარგს კერამიკას ეზიარა და გამორჩეული სიტყვა თქვა კერამიკაში, რაზედაც მეტყველებს მის მიერ შექმნილი 300-მდე ნამუშევარი, იქნება ეს დიდი თუ მცირე ზომის პანო, 20-მდე პერსონალური გამოფენა თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი, საგარეჯო, გორი) და ქვეყნის ფარგლებს გარეთ (გერმანია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, პარიზი).


``ნანა მჭედლიშვილს სპეციალობის შეცვლა არ უცდია, უბრალოდ, კერამიკულ ყვავილთა სამყაროში გადაინაცვლა და ამჯერად ,,კერამიკულ ყვავილთაკოლექციის ნოვატორად მოგვევლინა``, _ აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

No comments:

Post a Comment