Pages

Monday, December 1, 2014

ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ვარძიის კომპლექსის კვლევით სამუშაოებში მონაწილეობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ვარძიის სამონასტრო კომპლექსის კვლევით სამუშაოებში მონაწილეობენ .

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია ვარძის ამგები ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების და გეოქიმიური მახასიათებლების შესწავლის საქმეში.

ვარძიაში სარესტავრაციო, კონსერვაცისა და გადაუდებელი დაცვითი სამუშაოები მიმდინარე წელს მთავრობის დადგენილების შესაბამისად დაიწყო. ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამით დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქის მიტროპოლიტმა თეოდორემ შეაფასეს. ვარძიის ქვაბულში განთავსებულ საველე შტაბში ისინი უშუალოდ გაეცნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს და მოისმინეს ინფორმაცია მათ მიერ დაწყებული კვლევების შესახებ.

შტაბის სხდომაში მონაწილეობდნენ: კლაუდიო მარგოტინი – ჯგუფის ხელმძღვანელი, დანიელ სპიციკინი – ინჟინერი, პაოლო ფრატანი – გეოლოგი, ჯედეონ ტოლიონი – ინჟინერი, ლუკა ბენიტი – ინჟინერი, ლაზერული სკანირების ტექნოლოგი, მიხეილ ელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერაბ გაფრინდაშვილი – გარემოს დაცვის ეროვნული საგენტო, ბეჟან თუთბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნოდარ ფოფორაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნანა კუპრაშვილი – ვარძის კედლის მხატვრობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი – თბილისის სამხატვრო აკადემია.


No comments:

Post a Comment