2016-2017 სასწავლო წლისთვის მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდების დაწყების თარიღის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ მიაწოდა.
მისი თქმით, მე-12 კლასელებისთვის სკოლის საატესტატო გამოცდები 2017 წლის 21 მაისს დაიწყება, ხოლო მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2017 წლის 16 ივნისს დაიწყება.
მე–11 კლასის მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია
მე–12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა
გამოცდების განრიგს საგნების მიხედვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მინისტრის ბრძანების თანახმად გამოაქვეყნებს.
edu.aris.ge
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
No comments:
Post a Comment