Pages

Saturday, May 27, 2017

11 წლის გოგო მასწავლებლებს ომის დანაშაულში "ამხელს"

ფორმის შევსების, დროს გრაფაში "რისი გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს უკეთესად", 11 წლის გოგომ დაწერა: "არ გამოიყენოთ კოლექტიური დასჯის პრინციპი. ეს უსამართლობაა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არაფერი ჩაუდენია. გარდა ამისა, 1949 წლის ჟენევის კონვენციის თანახმად, ეს ომის დანაშაულია". წერილს თავის Twitter-ზე ბავშვის მამა აქვეყნებს. 
"ვფიქრობ დავსაჯო, თუ ნაყიდი ვუყიდო", - წერს მეისონ კროსი. BBC-თან ინტერვიუს დროს, მეისონმა განაცხადა, რომ ბავშვს სკოლა მოსწონს, თუმცა საგანმანათლებლო სისტემა კითხვებს აჩენს. კითხვაზე ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს ნაწერი ბავშვს მამამ განაცხადა: "ეს რომ მე მომეფიქრა, როგორმე სიტყვა "ჟენევას" სწორად დავაწერინებდი".მეისონმა, დასჯის ნაცვლად გოგოსთვის ნაყინის ყიდვა ამჯობინა. 
ჟენევის კონვენცია მართლაც 1949 წლის 12 აგვისტის მიიღეს და მის მიხედვით კოლექტიურ დასჯას ომის დანაშაულის კლასიფიკაცია ენიჭება. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment