Tuesday, May 16, 2017

16 წლის ბიჭი, ზედმეტი კოფეინის მიღების შედეგად გარდაიცვალა

BBC-ის ინფორმაციით, 16 წლის ამერიკელი ბიჭი სამხრეთ კაროლინადან, მოკლე დროში, ზედმეტი კოფეინის მიღების შედეგად გარდაიცვალა.
სკოლის მოსწავლემ ორი საათის განმავლობაში შემდეგი სასმელები დალია: მაკდონალდსის ლატე, უალკოჰოლო - Mountain Dew და ენერგეტიკული სასმელი. 

სასმელების მიღებამ გულზე იმოქმედა და არითმია გამოიწვია. ექიმების განმარტებით, ბიჭის გარდაცვალება გამოიწვია არა კოფეინის ზედმეტმა დოზამ, არამედ იმ მოვლენამ, რომ მან ორი საათის განმავლობაში მიიღო ზემოთ ჩამოთვლილი სასმელები და ბოლოს, ენერგეტიკული სასმელიც მიაყოლა. 

​წინასწარი მონაცემებით, მას გული არ აწუხებდა. 
სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment