საბერძნეთში ქართველი ემიგრანტის, 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ექიმი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ ანესთეზიოლოგია.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედარი დანაწევრებულია და დაკრძალვა საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.
ისინი ვარაუდობენ, რომ ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა.
დიანა ბერიძე სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის წავიდა. მას შემდეგ არავის უნახავს. 9 დღის შემდეგ კი, ცხედარი კუნძულ ჰალიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს.
"წამლის ზედმეტი დოზა მისცეს. შემოაკვდათ. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ ექიმმა წაიყვანა ტყეში, თავის სოფელთან", - ყვება დიანა ბერიძის მამიდა ნარგიზ ბერიძე.
იკვლევენ, დაკავშირებულია თუ არა საქმე ორგანოების გაყიდვასთან.
ქობულეთელი დიანა ბერიძე ოჯახთან ერთად საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment