Pages

Thursday, May 4, 2017

აჭარაში 32 წლის ქალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

შსს-ს აჭარაში იარაღზე დაკავებული ქალის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს, თუმცა მის შესახებ მხოლოდ მწირ ინფორმაციას იძლევა - დაკავებული 1985 წელს არის დაბადებული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
imedinews.ge

No comments:

Post a Comment