Monday, May 15, 2017

კიბერთავდამსხმელებმა 42 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავეს

ვირუსი WannaCry-ის შემქნელებმა 42 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავეს - ამ თანხის შეგროვება გამომძალველმა ვირუსმა ინტერნეტ-მომხმარებლების მოტყუებით შეძლო. The Times-ის ცნობით, თაღლითებს თანხა თავიანთი ანგარიშიდან ჯერჯერობით არ მოუხსნიათ.

სხვადასხვა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ერთობლივად ხდება სამ ონლაინ-აქაუნთზე დაკვირვება, რომელზეც დაზარალებულები ბიტკოინტებს (ციფრული ვალუტა) აგზავნიდნენ. მათი თქმით, ფართომასშტაბური ვირუსული შეტევა სწორედ, რომ თაღლითების ნამუშევარია და არა რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული.

მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები 12 მაისს დაიწყო. დავირუსდა ელექტრონული სერვერები, დაიბლოკა კომპიუტერები. მუშაობის გასაგრძელებლად, ჰაკერებმა თანხა მოითხოვეს, თუმცა ევროპოლის დირექტორი ამბობს, რომ დაზარალებულთა უმრავლესობამ ჰაკერებს ფული არ გადაუხადა.

Finantial Times-ი კიბერუსაფრთხოების ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსს WannaCry-ის წინაშე, რომლითაც პარასკევს მასობრივი კიბერშეტევა განცხორციელდა, დღემდე მოწყვლადია 1,3 მილიონზე მეტი კომპიტერული სისტემა. ბრიტანულმა დაზვერვამ კომერციული ორგანიზაციები გააფრთხილა მოემზადონ ამ კვირაში დაგეგმილი კიბერშეტევისათვის.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment