Pages

Saturday, May 27, 2017

რონალდუ გადასახადების დამალვისთვის 6 მილიონ ევროს გადაიხდის

ადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუმ გადასახადებისაგან თავის არიდების გამო 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადახდილი თანხა მხოლოდ კომპენსაციაა.
ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა რონალდუ 16 მილიონი ევროს გადასახადის დამალვაში დაადანაშაულა. ფეხბურთელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და თანხის გადახდაზეც დათანხმდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუ 8 მილიონი ევროთი დაჯარიმდებოდა და 4 თვეს ციხეშიც გაატარებდა, თუმცა ფეხბურთელი ამჯერად მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის. გამოძიება ვარაუდობს, რომ ფეხბურთელი ამ თანხებს საგადასახადო სამსახურებს 2011-2014 წლებში უმალავდა.
ცოტა ხნის წინ, ესპანეთის სასამართლომ ესპანეთის „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესის, ასევე გადასახადების დამალვისთვის, 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა რაკი ესპანეთის კანონმდელობის მიხედვით, თუკი სასჯელი 2 წელს არ აღემატება, შესაძლოა პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეიცვალოს. მესიმ ჯარიმა 2 მილიონი ევრო გადაიხადა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment