Pages

Monday, May 29, 2017

გერმანიაში ბაიკერს ტრასაზე 9000 ევრო დაეფანტა

გერმანიაში, ბავარიის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი პოლიციამ გადაკეტა. ამის მიზეზი გზაზე დაყრილი 9000 ევროს მოგროვება იყო. ბაიკერს ეს თანხა პატარა შეკვრაში ჰქონდა, მგზავრობის დროს კი შეკვრა გაიხსნა და ფულიც გაიფანტა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა sueddeutsche.de ავრცელებს.
36 წლის ბიზნესმენი ფულის შეგროვებას შეეცადა, რაშიც პატრული დაეხმარა - პოლიციამ გზა 45 წუთით გადაკეტა.
გამოცემის ცნობით, თანხის დიდი ნაწილი ბაიკერმა დაიბრუნა, თუმცა 1500 ევრომდე ვეღარ იპოვა.

imedinews.ge

No comments:

Post a Comment